კოსტავას გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე დაზიანებული საგზაო ქვაფენილების დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გარკვეულ ლოკაციებზე ქვაფენილი ხელახლა დაიგება.
გზის სარემონტო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "დაგი" აწარმოებს, ტენდერის პირობების თანახმად, კომპანია ვალდებულია 5 წლის განმავლობაში უზრუნველყოს გზის ნორმალური მუშაობა.
გაუმჯობესებული საგზაო სამოსი უნდა იყოს მაღალი სიმტკიცის, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეულ დინამიკურ დატვირთვებს, გარდა ამისა უნდა გაუძლოს ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებას (გაცხელებას მზის სხივებით, გაყინვას და გალღობას, დატენიანებას ნალექებით, გრუნტის წყლებით და სხვა).