რა ვითარებაა ავარიულ ბაღებში

2018-08-25 11:24:11

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 სექტემბერს დაიწყება.

სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამას ყველა ბაღი 3 სექტემბერს განაახლებს, გარდა 25-ე და მე-8  ბაღისა, აღნიშნულ ფილიალებში სააღმზრდელო პროცესი 17 სექტემბერს დაიწყება.

"ყველა ბაღის აღსაზრდელი ბაღში ივლის. ხოლო იმ ბაღებში რომლებიც  რეაბილიტაციას საჭიროებენ, პატარების სიარული ასეთ შენობებში არ შეიძება და შესაბამისად  ბავშვები სხვადასხვა ბაღებში მშობლებთან მოლაპარაკების შემდეგ  გადანაწილდებიან. ბაღი მზადაა საკვები პროდუქტებითა და  ყველა საჭირო ინვენტარით, რომ სასწავლო პროცესი დაიწყოს. გამონაკლისი იქნება 25-ე და მე-8-ე ბაგა-ბაღი ამ ორ ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაიწყება 17 სექტემბერს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა.