"ომეგას" მაღაზიის მინები ჩაამტვრიეს

2018-08-23 22:19:29

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა მაღაზიის მინები ჩაამტვრია.

მაღაზიის თანამშრომელი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ მოზარდმა მაღაზიის ქურდობა სცადა, თუმცა უშედეგოდ. "ბიჭმა ქვა ესროლა მაღაზიის შუშის კარებს, ეგონა რომ შემოაღწევდა, ობიექტი საკმაოდ დაცულია, მას ორმაგი მინა აქვს. პირველი მინა დაზიანდა, თუმცა მეორე არ გატეხილა, ჩაირთო სიგნალიზაცია, რა დროსაც ახალგაზრდა გაიქცა", - აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.

პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.