ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოხდა. [ვიდეო/video]
ერთმანეთს "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მიკრო-ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და საბურავების მაღაზიის ჯიხურს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავარიის გამო მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო.