მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-08-22 23:18:18

23 – 25 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, დღის საათებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამისა და საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო რაინებში კი +28, +30 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 23 აგვისტო +32°C, 24 აგვისტო +31°C, 25 აგვისტო +30°C, 26 აგვისტო +32°C.