რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

2018-08-22 09:13:50

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "ქ.რუსთავი, მშენებელთა ქუჩის #50-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 09:00-დან  15:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: სამედიცინოს, მშენებელთა, წმინდა ნინოს, კომუნალების, წერეთლის, გოგებაშვილის, ფიროსმანის 31-დან 38 ჩათვლით, გომელაურისა და ბოსტან ქალაქის ქუჩებს".