9 წლის ბავშვი ჩამოვარდა [video]

2018-08-18 23:53:16

შემთხვევა რუსთავში, VIII მიკრო-რაიონში მოხდა. [ვიდეო/video]

9 წლის ბიჭი ავტოფარეხის სახურავზე იმყოფებოდა და ხეზე გადასვლას ცდილობდა რა დროსაც დაბლა ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ბავშვი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა თავის არეში აქვს ღრმა ჭრილობა და მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.