ხანძარი რუსთავში თოდრიას ქუჩაზე ერთერთი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იყო.
არსებული ინფორმაციით ცეცხლი გაზზე, საჭმლის ქვამს წაეკიდა. ბინაში შშმ პირი იმყოფებოდა რომელმაც 112-ში დარეკა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა.
სადილის მომზადებისას საჭმლის ქვაბი დაიწვა და მოხდა სახლის მცირე დაკვამლიანება. ბინაში მყოფი პირის ჯამრთელობას საფრთხე არ ეუქრება.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.