შეხვედრა მერიაში

2018-08-15 18:43:00

ბელორუსის ელჩი საქართველოში რუსთავს ესტუმრა.

მიხაილ მიატლიკოვმა ქალაქი დაათვალიერა და რუსთავის მერს და მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ბელორუსის ელჩი ადგილზე გაეცნო ქალაქის პოტენციალს და განაცხადა, რომ ბელარუს ბიზნესმენებთან შეხვედრისას აუცილებლად გააცნობს ქალაქის შესაძლებლობებს და ინვესტიციის განსახორციელებლად შესთავაზებს. ამ ეტაპზე კი საუბარია რუსთავში ლიფტების ქარხნის საწარმოს გახსნაზე.

"პირველ რიგში მინდა მადლობა მოვახსენო ბელორუსიის ელჩს საქართველოში, რომელმაც გამოხატა სურვილი  ჩამოსულიყო ჩვენს ქალაქში. ჩვენ ვისაუბრეთ ურთიერთობების  განვითარების კუთხით სტრატეგიული მიმართულებებზე. ძირითადი საკითხები მომავალში მიმართული იქნება იმისკენ, რომ ბელორუსიის მხარემ ქალაქ რუსთავს შესთავაზოს ისეთი ინვესტიციები, რომლებიც მისაღები და განსახორციელებელი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის." - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ

"საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ჩვენი სურვილია მხარეებს შორის  კულტურული, სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობები გაძლიერდეს. გამოვიყენოთ ორმხრივი შესაძლებლობები, როგორც ქალაქებს ასევე რეგიონებს შორის." - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ.

"პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ქალაქი რუსთავი და ბელორუსის ქალაქი ჟუტინა უკვე დაუმეგობრდა ერთმანეთს რაც მე მახარებს. დღეს კი ვისაუბრეთ რომ ჩვენმა ბიზნესმენებმა მჭიდრო კავშირი დაამყარონ ერთმანეთთან. ვისაუბრეთ რომ შესაძლოა გავხსნათ ლიფტების საწარმო, ასევე რამდენიმე მაღაზია სადაც ბელორუსიის ნაწარმი გაიყიდება." - განაცხადა ბელორუსიის ელჩმა საქართველოში მიხაილ მიატლიკოვმა.