გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ე.წ “სტამბულის ბაზრის“ დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მამუკა ცხოვრებაძე თვლის, რომ გიორგი ჭანტურია დამნაშავეა. ბაზრის დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ გიორგი ჭანტურიასა და სამსონ ქუთათელაძეს შორის მანამდეც ყოფილა დავა.
“იყო ალბათ მათ შორის რაიმე დავა. მანამდეც ხშირად ჰქონიათ კონფლიქტი. მე მაქვს ჩემი პირადი შეხედულება, ვფიქრობ რომ გიორგი ჭანტურია არის მკვლელი, რაც შეეხება მტკიცებულებების და ჩვენებების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია.“- განაცხადა მამუკა ცხოვრებაძემ
ბაზრის ამჟამინდელი დირექტორი გამოძიების ფარგლებში ბოლოს თებერვალში დაკითხა.