რუსთავში ტექნიკის მაღაზია "მეგატექნიკა" გაქურდეს.
უცნობმა პირმა მაღაზიაში მინის ჩამტვრევის შედეგად შეაღწია და ლეპტოპი მოიპარა.
არსებული ინფორმაციით მაღაზიაში 1 პირი შეიჭრა, რომელიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია.
შსს-ში აცხადებენ რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.