რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგია შეეზღუდა

2018-07-31 21:15:48

რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

ყაზბეგის, გორის, თბილისის და მეგობრობის ქუჩის მაცხოვრებლები "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და პრობლემის შესახებ აცნობეს.

არსებული ინფორმაციით მოხდა ელექტროსადენის დაზიანება და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს 1 საათში აღუდგებათ.