რუსთავს ტექნიკურად გამართული ტრანსპორტი ემსახურება - აღნიშნულის შესახებ სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძე განაცხადა.
ინტერტრანსის ხელმძღვანელობა კომპანიაში დასაქმებულ მძღოლებს შეხვდა. მძღოლებთან შეხვედრაზე მგზავრების მხრიდან დაყენებული პრეტენზიები განიხილეს. სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კომპანიის ძირითად პრიორიტეტს სწორედ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილება წარმოადგენს.
კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მძღოლებთან შეხვედრაზე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პეტიციაზეც ისაუბრეს და დეტალურად განიხილეს მოქალაქეთა პრეტენზიები. მხარეებმა პრობლემის მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
მძღოლებმა კომპანიის ხელმძღვანელობას და რუსთავის მერიას საქალაქთაშორისო საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდეს. მძღოლების განცხადებით, მათ მთავარ პრობლემას ის მძღოლები წარმოადგენენ, რომლებსაც მგზავრები რუსთავი-თბილისის მიმართულებით უნებართვოდ გადაჰყავთ. მათივე განცხადებით ასევე პრობლემურია ქალაქში ე.წ მინივების საკითხიც.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.