ავარია რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე

2018-07-30 20:13:53

ავარიის შედეგაც ერთი ადამიანი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და გზიდა გადავარდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, დაშავებული მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.