რუსთაველი მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2018-07-30 10:41:30

რუსთაველი მამაკაცი, რომელსაც 5 ივლისიდან ეძებენ გარდაცვლილი ნახეს.

40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".