ვინ შეცვლის გრიგოლ ნემსაძეს

2018-07-29 13:32:29

ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ნემსაძე პრემიერ მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მხარის წრმუნებულად შოთა რეხვიაშვილი დანიშნოს. შოთა რეხვიაშვილი საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, მისიტრის მოადგილე იყო.

შოთა რეხვიაშვილის ბიოგრაფია:

2014-2018წწ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე;
2012-2013წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
11.11.2012-30.11.2012 - საქართველოს მთავარი პროკურატურა    ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უფროსი;
2009-2010წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურა - შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციუალურ სამსახურში თავდაცვის და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2008-2009წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი;                                                                                                                
2004-2008წწ. - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა - საოლქო პროკურორი;
17.05.2004-21.05.2004 - საქართველოს გენერალური პროკურატურა - ფინანსთა სამინისტროში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროს თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
2003-2004წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურა - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი;
28.02.2003-19.11.2003 - საქართველოს გენერალური პროკურატურა - საქართველოს გენერალური პროკურორის უფროსი თანაშემწე განსაკუთრებულ დავალებათა ხაზით;                                                           
2002-2003წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურა - შსს ორგანოებში მოკვლევის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში კორუფციის, ნარკოდანაშაულის და ადმინისტრაციულ პოლიციაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი პროკურორი;
2001-2002წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურა - პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს, პროკურატურის ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი;
1999-2001წწ. - რუსთავის პროკურატურა - პროკურორის უფროსი თანაშემწე;
1995-1999წწ. - რუსთავის პროკურატურა - უფროსი გამომძიებელი;
1993-1995წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - გამომძიებელი;
1988წ. - საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო, ონის რაიონის სახალხო სასამართლოს აღმასრულებელი;