რუსთავში კიდევ ერთი ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობის იქნება.
ტაძარი კლინიკა რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
საძირკველი მეუფე იოანემ აკურთხა. პროცესს, სასულიერო პირები, კლინიკა რუსთავის წარმომადგენლები და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდნენ.
"ეს ტაძარი იქნება იმისათვის, რომ ადამიანის ჯამრთელობაზე იზრუნონ. რადგან ტაძრის სიახლოვე ყველა ჩვენთაგანს ჭირდება, განსაკუთრებით კი კლინიკაში მყოფ პაციენტებს. ისინი თუ ვერ შეძლებენ ეკლესიაში შესვლას, მის ახლობლებს და კეთილის მსურველებს შეეძლებათ შესვლას და ლოცვა"- განაცხადა "ინფო რუსთავთან" მეუფე იოანემ.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ეკლესია კლინიკა რუსთავის ხელმძღვანელი პირების შემოწირულობებით აშენდება.