საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ - "რეგიონული მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს სოზარ სუბარი, ეს უწყება გამოეყოფა ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეს სამსახური უშუალოდ დაექვემდებარება პრემიერს. დღეიდან გუბერნატორები დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებულები არიან.
ჯერ კიდევ გუშინ "ინფო რუსთავი"-ს მიერ დასმულ კითხვაზე - "იყავით თუ არა პრემიერთან შეხვედრაზე და იგეგმება თუ არა გუბერნატორების დათხოვნა", ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძუმ უპასუხა - "პრემიერთან შეხვედრაზე არ ვყოფილვარ და არ მაქვს ინფორმაცია".