საქართველოში გადაღებული ინდური ფილმის თრეილერი უკვე გავრცელდა. ფილმი, სახელწოდებით "მანქანა" რომელიც მრბოლელის ისტორიას მოგვითხრობს, საქართველოს რამდენიმე კუთხეშია გადაღებული, მათ შორის საკვანძო სცენები გადაღებული რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ფილმი რეჟისორმა, აბას მუსტანმა გადაიღო.ფილმში ინდოელი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ: კირა ადვანი, მუსტაფა, კარლა დენისი, ეშან შანხარი. ბოლივუდური ფილმის პრეიერა, 24 მარტს შედგება.