გარდაცვლილი მამაკაცი რუსთაველია

2018-07-23 22:17:49

ფოთში ქურდობის დროს მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი რუსთაველი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით 22 წლის ნაზიმ გუზანოვს პოლიციელმა ტაბელური იარაღიდან ესროლა. სროლას წინ კამათი უძღვოდა რა დროსაც 22 წლის ახალგაზრდამ პოლიციელს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

გუზანოვი "თიბისიფეის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას აპირებდა, ადგილზე მისული პოლიციელი კი მის დაკავებას აპირებდა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, 22 წლის ნაზიმ გუზანოვი კი მალევე გარდაიცვალა.

გუზანოვი პატიმრობიდან პირობითი სასჯელით იყო გათავისუფლებული და სასამართლოს განაჩენს ელოდა. სამართალდამცველებმა გუზანოვი 2018 წლის 26 მაისს „თიბისი ფეის“ აპარატის ჯგუფურად ქურდობის ბრალდებით ერთხელ უკვე დააკავეს, რის შემდეგაც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გარდაცვლილი 2016 წელს სასჯელს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით იხდიდა.