რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
"ინფო რუსთავს" მოქალაქეები შეეხმიანენ და განუცხადეს რომ მოულოდნელად ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდათ.
კომპანია "ენერგო პრო ჯორგია"-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ელექტროენერგიის მიწოდება ავარიული გათიშვის გამო რამდენიმე ქუჩას შეეზღუდა. ადგილზე მუშაობენ კომპანიის თანამშრომლები და 21 საათამდე ელ. ენერგიის მიწოდება აღდგება".