რუსთავში, 18-ე მიკრორაიონში მდებარე 9 სართულიანი სახლის დემონტაჟი იგეგმება- აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გააკეთეს.
შენობას აუდიტი შეაფასებს რის შემდეგაც აუქციონის წესით გაყიდება. როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი 672 კვ.მ გასხვისება იგეგმება. სამხარაულის დასკვნის მიხედვით დადგინდა რომ შენობა ამორტიზებულია და სასწრაფო დემონტაჟს საჭიროებს.
მიწა რომელზეც მაღალსართულიანი კორპუსია განთავსებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რჩება.
შეგახსენებთ, რომ მე-18 მიკრორაიონის მოსახლეობა შენობის დემონტაჟს მრავალი წელი მოითხოვდა.