დაგეგმილი პროექტები, რომელიც ვერ ან არ განხორციელდა
რუსთავში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაანონსებული ზოგიერთი პროექტი დღემდე არ განხორციელებულა, ზოგიერთი განხორციელდა, თუმცა მათი მოცულობა წინასწარ გაცხადებულთან შედარებით მცირეა.
გთავაზობთ დაანონსებული მასშტაბური პროექტების ჩამონათვალს, რომელიც რუსთაველებმა მარტო მაკეტზე ნახეს.
მუსიკალური სახლი
მუსიკალური სახლი, შარტავას გამზირზე კონკრეტულად კი სოკარის ბენზინგასამართ სადგურთან უნდა აშენებული. პროექტი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის კეთდებოდა.
აკვაპარკი
აკვაპარკის მშენებლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკავშვილმა მაშინ დააანონსა როდესაც საცურაო აუზი არენა გაიხსნა.ტერიტორიაც ცნობილი იყო თუ სად უნდა გაკეთებულიყო წყლის ატრაქციონები. საძირკველში მაშინ სიმბოლური კაფსულაც ჩააგდეს.
სპორტის სასახლე
თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლის მშენებლობას საფუძველი 2011 წლის ოქტომბერში ჩაეყარა და როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებდა, პროექტი ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო საუბარი რომ პროექტი მაინც განხორციელდებოდა თუმცა შარტავას გამზირზე დაგეგმილი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.
რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ, წელს განაცხადა, რომ რუსთავში სპორტ-კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება. ახალი ობიექტი რუსთავში, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
სამორინე და გასართობი ცენტრი
გასართობი ცენტრი რუსთავში, იაღლუჯის ფერდობზე უნდა აშენებულიყო, პროექტი მედიის წარმომადგენლებმაც ნახეს თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე წინა მოსამზადებელი სამუშაოებიც არ დაწყებულა.