გარემოს ეროვნული სააგენტო - "19 – 20 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში კი +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 19 - 20 ივლისს +33 +35 გრადუსია მოსალოდნელი.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 19 ივლისი +35°C, 20 ივლისი +37°C, 21 ივლისი +34°C, 22 ივლისი +31°C.