პატრული მიკროავტობუსის მძღოლებს აჯარიმებს

2018-07-17 23:10:21

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მიკროავტობუსების მძღოლებს აქტიურად აჯარიმებენ.

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლები, ვისაც კუთვნილებაში მყოფი ავტომობილებისთვის ტექნიკური ინსპექტირება არ გაუტარებია 50 ლარით ჯარიმდება.

დაჯარიმებული მძღოლი თუ 24 საათში არ უზრუნველყოფს ავტომობილის ტექნიკურ ინსპექტირებას, ფაქტის დაფიქსირების შემდეგ განმეორებით ჯარიმდება.

მსგავსი შემთხვევები დღეს რუსთავის ქუჩებში უკვე დაფიქსირდა.