საგზაო მონიშვნები ლეონიძის ქუჩაზე

2018-07-14 16:27:51

მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე გზის სავალ მონაკვეთზე, ქვეითთა გადასასვლელები დაიხაზა.

საგზაო მონიშვნები "რუსთავსერვის ცენტრმა" გააკეთა, რითაც მძღოლებს მოუწოდა დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, რათა ქვეითების უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყონ.

რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გოროზიას თქმით, საგზაო უსაფრთხოების მიზნით ზებრა გადასასვლელები საჯარო სკოლების მიმდებარედაც დაიხაზება.