რუსთავში, რამდენიმე ქუჩაზე გარე განათების ახალი საყრდენი ბოძი და "ლედ" სანათები დამონტაჟდა.
ჩატარებული სამუშაოები პირადად დაათვალიერა რუსთავსერვის ცენტრის დირექტორმა გიორგი გოროზიამ.
გოროზიას განცხადებით, გარე განათების დაყენების თხოვნით რუსთავის მერიას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა. მისივე თქმით,გარე განათების ქსელი "რუსთავსერვის ცენტრმა" დაამონტაჟა.
გარე-განათების ახალი საყრდენი ბოძები მესხიშვილის მე-2 გასასვლელში, მე-19 მიკრორაიონში, შარტავას #17 და #9 ნომერი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე და ჭყოდნიდელის დასახლებაში, სამგორის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დაამონტაჟეს.
გიორგი გოროზიას თქმით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარე განათების ქსელის განვითარების მასშტაბური სამუშაოები გრძელდება