კონკრეტულად სად განთავსდა კამერები [photo]

2018-07-13 23:15:46

მას შემდეგ რაც „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა ინფრომაცია, რომ ფონიჭალაში ჭკვიანი კამერები დამონტაჟდა, ყველა მძღოლი დაინტერესდა კონკრეტულად რა ლოკაციაზე იყო კამერები დამონტაჟებული. გთავაზობთ ფოტო მასალას სადაც ნაჩვენებია კონკრეტული ადგილები სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.

პირველი კამერა განთავსებულია რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მიმავალ გზაზე, ფონიჭალაში სადაც უსინათლოთა გადასასვლელია, ანუ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ბოლო შუქნიშანზე. მეორე კამერა განთავსებულია მარნეულის გადასასხვევთან სარკინიგზო ხიდთან.

გასათვალისწინებელია რომ ჯარიმის გამოწერა ხდება არა კონკრეტულ ლოკაციაზე დაფიქსირებული სიჩქარიდან გამომდინარე არამედ აღნიშნულ მონაკვეთზე პირველი და მეორე კამერის მიერ დაფიქსირებული სიჩქარის საშუალოს დაანგარიშებიდან გამომდინარე.

ავტომობილის სიჩქარეს არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ + 10 კმ/სთ-ს, ჯარიმა კი შეადგენს 50 ლარს.

ასევე ნახეთ სად დამონტაჟდა 200 ჭკვიანი კამერა.