დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი რუსთავში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
როგორც დეკანოზმა, ჟურნალისტ სოფო ცერცვაძის საავტორო გადაცემა "ჰამაკში" განაცხადა, რუსთავში ისეთი პროექტები კეთდება რომელიც არ არის არსებითი და მნიშვნელოვანი.
"დიდი საქმის გაკეთება შეუძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. როგორც ჩანს არა აქვთ ამის გასაქანი ან ფინანსები ან ნებართვა, არ ვიცი რა არის ამის მიზეზი. პატარ - პატარა რაღაცები კეთდება. მაგალითად, ზებრა გადასასვლელი დაიხაზაო, და მერე რა, რომ დაიხატა, ის ისედაც იყო და ზედ რაღაცა დახატეს, რა მოხდა ამით, რა გაკეთდა ამით, არაფერი არ გაკეთებულა საღებავი დაიხარჯა მორჩა და გათავდა.
ამ ბოლო ხანებში გავიგე, რომ გამოიკრა მწერლების ციტატები, ძალიან კარგია, ადრე სულ იყო, კახეთში ახლაც რომ გაიაროთ ღობეებზე სულ არის მიწერილი ილიას, აკაკის, შოთას, ვაჟას სიტყვები, ეს ხომ ახალი არ არის. უბრალოდ დღეს ფორმები შეიცვალა. მაგალითად, პორტრეტი ლამაზად არის დაბეჭდილი და ქვეშ გაფორმებულია ლამაზი კალეგრაფიით და შრიფტით, ცუდი არ არის კარგია, მაგრამ ამით რა, ცხოვრების მდინარება ამით უკეთესობისკენ როგორ შეიცვალა. ეს ესთეტიკური და ფუფუნების საქმეა.
ადრე ამბობდნენ, გამოთქმა იყო ასეთი, ასფალტი ვჭამოთო? დღესაც თავისუფლად იტყვის ადამიანი პლაკატი ვჭამოო. ადამიანს უნდა რომ იარსებობს იმიტომ კი არა რომ ჭამისაკენ არის მიდრეკილი, არამედ იმიტომ, რომ მას უნდა იარსებობს და კეთილი არსებობის შედეგად შექმნას კარგი რამ, ინტელექტუალური, ხელოვნებაში, მეცნიერებაში ქალაქის სასიკეთოდ და თავის თავის რეალიზება მოახდინოს, დაკნინებული რომ არ იყოს ადამიანი"- განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა