"საქმეზე დაკითხულია 21 პირი"

2018-07-10 12:46:13

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. „როგორც მოგეხსენებათ, ზვიად დევდარიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო ადევნების მუხლით. დღეის მსგომარეობით 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. ამასთან, დაკითხულია და გამოკითხულია 21 პირი. მოწმეთა გარკვეულმა ნაწილმა გამოკითხვაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ისინი დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ისურვეს გამოძიებასთან თანამშრომლობა, ჩვენ დავადგინეთ მსხვერპლები, რომლებიც მედიაში ზვიად დევდარიანის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ადასტურებენ. ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება.“ - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.