რუსთავში ლუდის ფესტივალი გაიმართა

2018-07-09 13:41:06

ბავარიას ლუდის ფესტივალის გამარჯვებული 25 წლის რუსთაველი თორნიკე გვენეტაძე გახდა. მან ფესტივლაზე ჩატარებულ სხვადასხვა აქტივობებში მიიღო მონაწილეობა, მონაწილეებს შორის ყველაზე ბევრი ლუდი დალია და ჰოლანდიის საგზური მოიგო.
საგზური ბავარიის ლუდის  რიგით მესამე ფესტივალზე გათამაშდა, რომელიც რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა. ფესტივალზე დასწრება და თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.