ქალაქ რუსთავში, სხვადასხვა მისამართზე 4 სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
მოეწყობა ქვაფენილი, ბორდიურები, სკამები, გარე განათების სისტემა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნები.
ადგილები უკვე შერჩეულია და საპროექტო სამუშაოებიც შესრულებული. ნახეთ მისამართები თუ სად მოეწყობა სკვერები.
- მესხიშვილის მე-3 გას. #8 და #10-თან სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 22 416 ლარს;
- მე-8 მკ/რ #6ა და #6-თან სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 18 943 ლარს;
- ქიმიკოსთა კულტურის სახლის უკან სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 57 403 ლარს;
- კლდიაშვილის ქ. #4-სა და მეგობრობის ქ. #31-თან სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 18 014 ლარს.
ოთხივე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ჯამში ქალაქის ბიუჯეტიდან 116 776 ლარით ფინანსდება.