რუსთავში ფულის შესაწირი ყუთები დადგეს.
ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფულის შესაწირი ყუთები დადგეს, რომელებიც წმინდანთა ფოტოებით არის გაფორმებული.
რკინის კონსტრუქციები, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, გარე განათების ბოძებზე და ცენტრალურ ხიდზეა დამონტაჟებული, ყუთი ჯაჭვით არის დამაგრებული რომელსაც ბოქლომი ადევს.
რუსთავის მერიაში ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ ვინ ამონტაჟებს ფულის შესაწირ ყუთებს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, ინფო რუსთავს ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, რომ ფაქტზე არავინ დაჯარიმებულა, რადგან არ იციან თუ ვინ ამონტაჟებს ფულის შესაწირ ყუთებს სხვადასხვა მისამართზე.
აღსანიშნავია რომ ყუთებს არც საკონტაქტო ნომერი აწერია, არც მისამართი და არც კომპანიის დასახელება, შესაბამისად ჩნდება კითხვა - ვის ჯიბეში მიდის ყუთებში შეგროვებული თანხა?