უფუნქციოდ დარჩენილი საცხოვრებელი სახლი, მე-18 მიკრორაიონში სამი ათეული წელია მიტოვებულია, შენობის ბედი კი გაურკვეველი.
შენობა, რომელიც დღეს თითქმის ნგრევის პირასაა, მოზარდებისთვის შეკრების ადგილს წარმოადგენს. ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ ამორტიზებულ ობიექტში, 33 წლის მამაკაცი, ყველანაირი საცხოვრებელი პირობების გარეშე ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, რამდენიმე თვის წინ აქ, მე-7 სართულზე მცხოვრები უსახლკარო მამაკაცი გარდაიცვალა. მოსახლეობა შენობის დემონტაჟს უკვე წლებია ითხოვს. ჩვენი ინფორმაციით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
რა ვითარებაა ადგილზე და რა მდგომარეობაშია შენობა ნახეთ ვიდეო