რუსთავის დიდი ნაწილი ისევ გათიშულია

2018-07-06 22:46:14

ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეზღუდული აქვს. კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია"-ში აცხადებენ რომ ავარიის ადგილზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს და ცდილობენ რომ ელექტროენერგიის მიწოდება დროულად აღდგეს. 

შეგახსენებთ რომ წვიმის დროს, დაახლოებით 20 საათზე რუსთავის მოსახლეობას ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდა, დაახლოებით 21 საათისთვის ქალაქის აბონენტების ნაწილს დენი ჩაერთო, თუმცა ამ დრომდე რუსთავის დიდ ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება.