რუსთავის მოსახლეობას ელ.ენერგია არ მიეწოდება. ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი ქალაქში ძლიერი წვიმა სახელდება.
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიამ" "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ - "მაღალი ძაბვის სადენზე მოხდა დაზიანება, ადგილზე მუშაობენ კომპანიის თანამშრომლები. ელ.ენერგია მაქსიმალურად მოკლე დროში აღუდგება აბონენტებს."