რუსთავის მერიის მოვლა-პატრონობაში არსებული პირამიდა ვანდალურად იქნა დაზიანებული.
თავდაპირველად გავრცელდა ინცფორმაცია რომ ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტს, თუმცა ადგილზე მისულ ინფო რუსთავის გადამღებ ჯგუფს სხვა ვითარება დახვდა.
კონსტრუქციაზე განთავსებული ბანერი სავარაუდოდ უცნობმა პირებმა დააზიანეს და ასევე მოგლეჯილია ის ჩარჩოები რითაც ბანერი კონსტრუქციაზე იყო დამაგრებული.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დააზიანა რკინის კონსტრუქციაზე დამონტაჟებული ბანერი.
საღამოს ქარმა გახეული ბანერი კიდევ უფრო დააზიანა რის შემდეგაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა პირამიდიდან მთლიანად მოხსნენ.