რუსთავში, კოსტავას გამზირზე, დაზიანებულ ფასადზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსაპირკეთებელი სამუშაოები კოსტავას #5 კორპუსიდან დაიწყო. შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები ხელშეკრულების თანახმად ხორციელდება და ყვლა დაზიანებული დეტალი უახლოეს დღეებში შეკეთდება.