სიურპრიზი ბავშვებს

2018-07-03 18:27:39

ამბავი, რომელსაც სოციალურ ქსელში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
 
თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა დიმიტრი ტატიშვილმა უბანში მცხოვრებ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო, კერძოდ კი დიდი ზომის აუზი შეიძინა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შეძლებოდათ.

"4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები ცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო",
- განაცხადა დიმიტრი ტატიშვილმა ჟურნალისტებთან