ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს გამოცდას აბიტურიენტების მეორე ნაკადი აბარებდა.
რეგისტრაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საგამოცდო ცენტრებში 08:00 საათიდან დაიწყო.
"ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 435 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, მათგან 9 არ გამოცხადდა გამოცდაზე.პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა"- განაცხადა რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა
როგორც გამოცდიდან გამოსულმა ერთერთმა აბიტურიენტმა ინფო რუსთავთან განაცხადა, გამოცდა საშუალო სირთულის იყო. თემა კი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებიდან "კაცია ადამიანი" იყო. ესეს თემა კი დისკრიმინაცია იყო
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრული პოლიცის ეკიპაჟები,ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები