რუსთავში, მე-7ა მიკრორაიონის მოსახლეობამ აქცია გამართა.
ადგილობრივების ნაწილმა, წყლის შეზღუდვა გააპროტესტა. მათი განცხადებით, "რუსთავის წყალმა" დავალიანების მქონე აბონენტებთან ერთად წყლის მიწოდება დავალიანების არ მქონე აბონენტებსაც შეუწყვიტა.
კომპანია "რუსთავის წყალში" განაცხადეს, რომ წყალმომარაგების ძველი დავალიანების გადაუხდელობის გამო, წყლის მიწოდება მხოლოდ 12 აბონენტს შეუწყდება, დანარჩენ აბონენტებს კი წყალმომარაგება მას შემდეგ აღუდგება რაც მე-7 ა მიკრორაიონში ავარიულად დაზიანებული მონაკვეთის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება.