მომრავლდნენ თუ არა ქვეწარმავლები რუსთავში

2018-07-03 13:25:52

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა გასულ თვეს რუსთავში 25 გველი დაიჭირა.

როგორც ჩვენთან საუბრისას ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე შხამიანი ქვეწარმავლების კერძოდ კი, გიურზის გამოვლენის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა მაღალი ტემპარატურის და უჩვეულო სიცხეების გამო ზარები ქალაქის მასშტაბით თითქმის ყველა უბნიდან შედის.

ბეგაშვილის ინფორმაციითვე, ქვეწარმავლების შესახებ გამოძახების რიცხვი წელს შარშანდელთან შედარებით შემცირებულია.

მოსახლეობას ცხელ ხაზზე დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, ხოლო შესაბამისი სამსახური უწყეტ რეჟიმში ნებისმიერი გამოძახებაზე რეაგირებას მოახდენს.