რუსთავში ტექსტილის საწარმო აშენდება.
სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. საწარმოს ყავს თურქი ინვესტორი ბათუ ერჯუმენთ. კომპანია "ეი. ე. ტექსტილი" ფუნქციონირებას სავარაუდოდ წლის ბოლოსკენ დაიწყებს.
მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების მონტაჟი.
არსებული ინფორმაციით საწარმო პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს, საწარმოში კი ძირითადად ადგილობრივები დასაქმდებიან.