მდინარე მტკვარში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს. გარდაცვლილი 28 წლის ლაშა ცაბაძეა, რომელიც 25 ივნისს მდინარე მტკვარში გაგრილების მიზნით შევიდა რა დროსაც მდინარემ გაიტაცა და მისი ამოყვანა ვერ მოხერხდა.
სამძებრო სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მაშველებმა გარდაცვლილის გვამი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოსთან, მტკვრის კალაპოტთან იპოვეს. ცხედარი ქვემო ქართლის სამხარეულის სახელობის პროზექტურაშია გადასვენებული.