რა ნახეს ფუნთუშაში [photo]

2018-07-01 22:47:56

"ბავშვს ქიშმიში ეგონა და ლამის გული აერია რომ ნახა", - წერს ლანა მამულაძე.

რუსთაველი მომხმარებელი აცხადებს რომ საღამოს ერთერთ სუპერმარკეტში სამარხვო ფუნთუშა შეიძინა და თავის 4 წლის შვილს სახლში მიუტანა. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ფუნთუშაში მწერები ყოფილა. "ხო შეიძლებოდა რომ ბავშვი არ დაკვირვებოდა და შეეჭამა? წარმოდგენაც აღარ მინდა. მე პირადად არასდროს შემხვედრია თუმცა ხშირად მსმენია ბუზებზე და ტარაკნებზე" - აცხადებს ლანა მამულაძე "ინფო რუსთავთან".

"ინფო რუსთავი" აღნიშნული სუპერმარკეტის მენეჯერს დაუკავშირდა სადაც განუცხადეს რომ - "პირველ რიგში ბოდიშს ვუხდით ამ მომხმარებელს. პრობლემის შესახებ ინფორმირებულები ვართ, ვატარებთ სხვადასხვა სადეზინფექციო სამუშაოებს. მსგავსი რამ აღარ განმეორდება".