ხვალ ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.
აბიტურიენტები რეგისტრაციას 08:00 საათზე გაივლიან. რუსთავის საგამოცდო ცენტრში 37 სექტორია გახსნილი.
"ცენტრი გამოცდებისთვის მზადაა. პერსონალი გადამზადებულია, ტექნიკური თვალსაზრისით კი პრობლემა არ არსებობს. დღეს ქსელი შემოწმდა, ის გამოცდებისთვის საჭირო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია - ამბობენ რუსთავის საგამოცდო ცენტრში
აღსანიშნავია, რომ წელს რუსთავის საგამოცდო ცენტრი გაგრილების სისტემით იქნება აღჭურვილი.