ტექდათვალიერების მეორე ეტაპი

2018-07-01 12:38:36

ტექდათვალიერების მეორე ეტაპი ამოქმედდა

დღეიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. 1 ოქტომბრიდან კი ტექდათვალიერება დიდი მოცულობის (3.0 ძრავით და ზემოთ) ძრავის მქონე ავტომობილებმა უნდა გაიარონ.

ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად ხორციელდება. სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და ის დიდი მოცულობის ძრავის მქონე (სამგზავრო და სატვირთო) ავტომობილებს შეეხოთ.
კერძო ავტომფლობრლებისთვის კი სავალდებულო ტექდათვალიერების მოთხოვნა 2019 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

ინსპექტირებას საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ბოლომდე გივლის.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შექმნილია ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება აქვს ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.