"ინფო რუსთავი"-ს ობიექტივში ივნისის თვეში ქალაქის მასშტაბით 15 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ავარიების შედეგად სულ 13 ადამიანი დაშავდა, ხოლო შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარიები ძირითადად რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე ფიქსირდება. გასულ თვეში რუსთავ-თბილისის ავტობანზე 4 შემთხვევადა იყო, რომლის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი. ავარიების ძირითადი მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე კონკრეტულად: მეგობრობის, ფალიაშვილის, მესხიშვილის და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩებზე 6 შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულია 2 ადამიანი. ხოლო თოდრიას ქუჩაზე და XII მიკრორაიონებში ავტოსაგზაო შემთხვევისას 2 ადამიანი დაშავდა.