რუსთავის ტყე-პარკში საპიკნიკე ადგილების მოწყობა იგეგმება.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
მოეწყობა კოტეჟები, ასევე მაგიდები და სკამები. დამსვენებელს საშუალება ექნება ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად, მშვიდ და გრილ გარემოში გაატაროს დრო.
პროექტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, საპიკნიკე ადგილების მოწყობის ინიციატივა ქალაქის მერს, ირაკლი ტაბაღუას ეკუთვნის, სამუშაოებს კი ააიპ "რუსთავსერვის ცენტრი ახორციელებს.