როდის აღდგება ელ.ენერგიის მიწოდება

2018-06-30 15:41:10

რუსთავის მოსახლეობის ნაწილს ელ.ენერგია არ მიეწოდება.

ელექტრომომარაგება შეზღუდული აქვს თბილისის ქუჩის მოსახლეობას მეგობრობის ქუჩის ნაწილს, ასევე მიმდებარე უბნებს. როგორც ენერგო პრო ჯორჯიაში განაცხადეს,  დენის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღდგება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ელ.ენერგია ავარიულად გაითიშა.